ENKA Electronics

გარანტია

გარანტია ვრცელდება მხოლოდ ქარხნულ დეფექტზე და არ ფარავს გარეგან ზემოქმედებას.

რა ფარავს

  • ქარხნული დეფექტი და/ან აწყობის ხარვეზი.

რა არ ფარავს

  • მექანიკური დაზიანება (დარტყმა, ბზარი, გაბზარვა)
  • სითხის ან ტენიანობის მოხვედრა
  • ქსელში ძაბვის ცვალებადობა, არასწორი/არასერტიფიცირებული დამტენის გამოყენება.
  • არაორიგინალი აქსესუარების გამოყენებით გამოწვეული დაზიანება.
  • პროგრამული უზრუნველყოფის (OS/Firmware) თვითნებური შეცვლა ან ვირუსები.
  • მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ მოწყობილობის თვითნებური გახსნა/შეკეთება.
  • ბუნებრივი ცვეთა (მაგ. ბატარეის რესურსის შემცირება, კორპუსის ნაკაწრები).

დაბრუნების პოლიტიკა

  • ვადის ათვლა იწყება პროდუქციის მომხმარებლისთვის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის) ჩაბარების მომენტიდან.
  • დაბრუნების უფლების გამოყენებისათვის მომხმარებელი ვალდებულია 14 დღის ვადაში შეატყობინოს კომპანიას (შეავსოს უარის თქმის ფორმა ან გამოაგზავნოს შეტყობინება ელ-ფოსტაზე/ნომერზე).
  • განაცხადის გაკეთების შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი კომპანიას განაცხადიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა
  • დაბრუნებული საქონელი უნდა იყოს დაუზიანებელ მდგომარეობაში, პირვანდელი (საქონლის) იერით, სრული კომპლექტაციით, ქარხნული შეფუთვითა და ყველა დამცავი ფირით/ლუქით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • საქონლის უკან დაბრუნების (ტრანსპორტირების/კურიერის) ხარჯებს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნივთს აღენიშნება ქარხნული დეფექტი ან მიწოდებულია არასწორი პროდუქტი.
  • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე/ბარათზე ჩარიცხვით, უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან (ან ნივთის დაბრუნებიდან) არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა

  • შეკვეთის თარიღი
  • შეკვეთის მიღების თარიღი
  • მომხმარებლის სახელი
  • მომხმარებლის მისამართი
  • მომხმარებლის ხელმოწერა
  • ფორმის შევსების თარიღი